სერგო ჩიხლაძე - მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს - მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო სამართლიანია სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? - არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება

მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს - მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის სამართლიანი [მიხეილ] სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, მაშინ, როდესაც ქვეყანას წარმოადგენთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა“.

„პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა. მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს. თუ მის მიმართ საქართველოს სასამართლო იყო უსამართლო, თუ ის თვითონ ყველა საჯარო საერთაშორისო ტრიბუნას იმის სასაუბროდ იყენებს, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის, ოლიგარქი მართავს ქვეყანას, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო სასამართლო სამართლიანი? ან მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის სამართლიანი სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? ძალიან მარტივი კითხვაა, ქალბატონო პრეზიდენტო. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, მაშინ როდესაც ქვეყანას წარმოადგენთ", - განაცხადა მან.

გარდა ამ საკითხისა, ჩიხლაძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „საერთოდ შემხებლობაში არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან“.

„ეს არის გერმანიის და უკრაინის ურთიერთობა და ისინი როგორმე ჩვენ გარეშე გაარკვევენ, ვინ მიიღონ სტუმრად ან არ მიიღონ. საერთოდ შემხებლობაში არ არის ეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და იმ ცხრა დათქმასთან და პირობასთან, რომელიც შესასრულებელი გვაქვს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

„არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ „მოსულა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში