იაგო ხვიჩია - მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას  აკლია, რადგან ჩვენ მეტნი ვიყავით

ჩხუბი ატეხა, მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია, იმიტომ, რომ ჩვენ მეტნი ვიყავით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გუშინ „გირჩის“ ოფისში მომხდარ შემთხვევაზე განმარტება გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, მას პოლიციამ დაურეკა, დაბარებულია გამოკითხვაზე, თუმცა არ იცის იმ ადამიანის ვინაობა.

„გუშინ საღამოს ვიღაც ადამიანი შემოვიდა ოფისში და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა ძალიან უცნაური მოტივით - თუ რატომ გავათავისუფლეთ ჯარიდან მისი ძმა, რომელიც ახლა ჯარის ნაცვლად იმყოფება ამერიკაში. თითქოს ჩვენ ვიყავით ხალხის გამრყვნელები. „ქოცური“ და საპატრიარქოს პროპაგანდა რაც არის, სრულად ნამუშევარი იყო ამ ადამიანზე.

მე გავაგდე გარეთ. გაგდების დროს ხელი მომიქნია და მომხვდა ცხვირში. ჩვენც არ დაგვიკლია, სიმართლე რომ გითხრათ და ვაღიაროთ. ახალგაზრდა ადამიანმა შარი ნახა. პოლიციამ დამირეკა, მაგრამ მე არ ვიცი ამ ადამიანის ვინაობა.

ჩხუბი ატეხა, მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია, იმიტომ, რომ ჩვენ მეტნი ვიყავით”,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს