ნიკოლას ტენზერი - ჩინეთს და რუსეთს მსოფლიო წესრიგის განადგურება სურთ, მაგრამ რუსეთი მზადაა, ამას საკუთარი თავი შესწიროს

ჩვენ ვართ ერთგვარ სტრატეგიულ კონკურენციაში ე.წ. მესამე ქვეყნებში, განვითარებად ქვეყნებში, კარგი განვითარების ანუ კარგი მმართველობის პრინციპებისთვის, - ამის შესახებ პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორმა, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა, ნიკოლას ტენზერმა რონდელის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩინეთის შეკავების ახალ მიდგომებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ვართ ერთგვარ სტრატეგიულ კონკურენციაში ე.წ. მესამე ქვეყნებში, განვითარებად ქვეყნებში, კარგი განვითარების ანუ კარგი მმართველობის პრინციპებისთვის, მაგალითად, როცა ჩინეთი გყავს აფრიკაში, როცა ჩინეთი გყავს შესაძლოა, საქართველოში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, გაქვს ცუდი განვითარება, გაქვს მეტი კორუფცია, მეტი დამოკიდებულება, ნიადაგის მეტი განადგურება, მეტი ეკოლოგიურად არამეგობრული ინვესტიცია და სხვა და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ჩინეთს თამაშის ამ ნაწილში“, - აღნიშნა ნიკოლას ტენზერმა.

მისი თქმით, მეორე საკითხი არის უსაფრთხოების საკითხი და ეს მოიცავს ჩინეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.

„მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხია და ეს მოიცავს პირველ რიგში, იმას, რომ ჩინეთზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ ძლიერი ზომები ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზოგიერთი კუნძულის, ფილიპინების, იაპონიის, სამხრეთ კორეის დასაცავად და ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა საშუალება ჩინეთის შეკავებისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ჩინეთს, ასევე რუსეთს მსოფლიო წესრიგის განადგურება სურთ. ეს არის მათი განზრახვა, მაგრამ რუსეთი მზად არის, ამას ამას საკუთარი თავი შესწიროს, პუტინი მზად არის გაანადგუროს რუსეთი მხოლოდ საკუთარი სურვილის გამო, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მე არ მგონია, რომ სინ ძინპინი ამას გააკეთებს. მას ჩინეთის დაცვა სურს“, - აღნიშნა ნიკოლას ტენზერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში