ირაკლი კობახიძე - ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟიული შარტავა ყველასთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია.

"დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა.

მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია