ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი - ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი განვიხილე

ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი განვიხილე, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ავრცელებს.

„სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური გამოწვევების შესახებ აზრთა მნიშვნელოვან გაცვლას ჰქონდა ადგილი“, - წერს რაფაელ გროსი X-ზე.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რაფაელ გროსისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ თანამშრომლობისთვის მზად არის.

ცნობისთვის, რაფაელ გროსი ვლადიმერ პუტინსა და „როსატომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ლიხაჩევს გუშინ შეხვდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს