სლოვაკეთის პრემიერი - ჩეხეთმა სლოვაკეთთან ურთიერთობა უკრაინის გამო საფრთხის ქვეშ დააყენა

ჩეხეთმა სლოვაკეთთან ურთიერთობა უკრაინის გამო საფრთხის ქვეშ დააყენა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩეხეთის მთავრობამ მათი რისკის ქვეშ დაყენება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ იგი უკრაინაში ომის მხარდაჭერით არის დაინტერესებული, ხოლო სლოვაკეთის მთავრობა მშვიდობის შესახებ ღიად საუბრობს. თქვენი გადაწყვეტილება სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

„ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებს ისეთი მსოფლმხედველობით არ დავამძიმებთ, რომელსაც სლოვაკურ-ჩეხურ თანაარსებობასთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, გუშინ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებული შეხედულებების გამო უახლოეს მომავალში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის კონსულტაციები არ გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა