ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილზე - თუ გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობა შეიკრას ბალანსისთვის და ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის.

დეკანოიძემ ასევე ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილის როლზე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში და აღნიშნა, რომ თუ გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.

„მისი როლის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. მან გასაგებად თქვა, რომ იგი ხედავს საკუთარი კადენციის დასრულებაში თავის როლს. მაგრამ ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს დადგა ის დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული წყობის შემოტანა და ეს არის საქართველოს ინტერესი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს