მამუკა მდინარაძე - ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი, წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან ასოცირებული პირი - ამ ადამიანის განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ

[ზურაბ ადეიშვილი] უსისხლო, ცივი გონებით მწამებელი საუბრობს სისხლის სამართლის პრინციპებზე - სინამდვილეში ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს, მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ბედის ირონიაც შეგვიძლია დავარქვათ იმას, რომ „ვეტინგთან“ დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი, წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან ასოცირებული პირი“.

„არა, „ვეტინგზე“ საუბარი ვერ იქნება და რატომ - კატეგორიულად, პრინციპულად ვამბობთ - „ვეტინგი“ ჩვენთვის მიუღებელი, დაუშვებელია იმიტომ, რომ უცხოელები საქართველოში ვერც ერთ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ეს არის ქართველების მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და შეგიძლიათ წინა არგუმენტებიც გაიხსენოთ, რაც არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის თავმოყვარეობის საკითხი, პრინციპული თავმოყვარეობის, პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი, ამ საკითხს ჩვენ ასე არ გავატარებთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. საქართველოში გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, ყველა თავისი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ფარგლებში. მაშინ როდესაც ადეიშვილები და მისი ჯგუფის წევრები გვევლინებიან ვეტინგის ავტორებად სხვადასხვა ქვეყნებში, კრიმინალებად, წამებასთან ასოცირებული პირები, მითუმეტეს არ დავუშვებთ. ეს არის დამატებითი არგუმენტი. არ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა მოახერხონ გარკვეული ბერკეტების და მექანიზმების მოპოვება საქართველოში იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ და მისი ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენონ.

წარმოიდგინეთ, ამას გარკვეული ბედის ირონიაც შეგვიძლია დავარქვათ. ვეტინგთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი, წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან ასოცირებული პირი. აი, ამ ადამიანის განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ საქართველოში. ამით მგონი, ყველაფერი უკვე ნათქვამია“, - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ზურაბ ადეიშვილის საუბარი სისხლის სამართლის პრინციპებზე, ქართველი ხალხის დაცინვაა.

„ეს ადამიანი გვევლინება სისხლის სამართლის პრინციპებზე მოლაპარაკედ. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ამ ადამიანს რომ ელაპარაკებიან, ეს არის შეურაცხყოფა. არ შეიძლება რამემ პროდასავლური განწყობა ისე გააფუჭოს, როდესაც ქართველი კაცი თუ ქალი უყურებს იმას, რომ ადეიშვილი, მწამებელი ლაპარაკობს სისხლის სამართლის პრინციპებზე. უსისხლო, ცივი გონებით მწამებელი საუბრობს სისხლის სამართლის პრინციპებზე. ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ამაზე დიდი ანტიდასავლურობა, ამაზე დიდი ანტიევროპულობა რამ უნდა გააჩინოს საქართველოში ვერ წარმომიდგენია. ეს არის დაცინვა ქართველი ხალხის, ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელსაც უბრალოდ ინფორმაცია ჰქონდა, ანუ მთლიანად ქართული საზოგადოების. მგონია, რომ ცოტა ჩვენი კოლეგებიც უნდა გაფრთხილდნენ ამ ურთიერთობაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, კოლეგები უნდა გაფრთხილდნენ, როდესაც ადეიშვილს უსმენენ, არათუ ელაპარაკებიან, როცა ის სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს. სინამდვილეში ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს. მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ადეიშვილი რეფორმებზე ალაპარაკო. ახლა, სერიოზული სახით შეიძლება რომელიღაცა ჟურნალისტმაც კი მკითხოს - როგორ, ადეიშვილი არ იყო რეფორმატორი? რეფორმატორად მიაჩნიათ ადეიშვილი და მერე უნდა ვისაუბროთ რაღაცაზე, ტყუილი სად არის და მართალი - სად. აი, აქ დგანან ჟურნალისტები, რომლებსაც ადეიშვილი და სააკაშვილი რეფორმატორებად მიაჩნიათ. ადეიშვილს რომ სამართლის პრინციპებზე ესაუბრებიან უკვე ეს რა არის იცით? მგონი, ვიღაცებს მიზანმიმართულად უნდათ, რომ ანტიევროპულიო განწყობები გაჩნდეს საქართველოში და მერე დადგებიან და რუსული, რუსულს ყვირიან ხოლმე დილიდან საღამომდე”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო