მალაიზიის პრემიერი - ჩინეთის შეკავების მცდელობები მის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაამძაფრებს

ჩინეთის შეკავების მცდელობები მის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაამძაფრებს, - ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა.

„მათ თვალში, საწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც ჩინეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ აღზევებას უკავშირდება, სხვა არაფერია, თუ არა ისტორიაში მათი ლეგიტიმური ადგილის უარყოფის მცდელობა“, - განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა თავი ჩინეთის პოზიციაში უნდა წარმოიდგინონ და გააცნობიერონ ის, თუ როგორ ხედავენ მისი ლიდერები სამხედრო გაძლიერებასა და დიპლომატიური გავლენის ზრდას.

„ჩინეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგ შექმნილი დაბრკოლებები მის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაამძაფრებს“, - აღნიშნა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს