სალომე ზურაბიშვილი - ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას „რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი წარმოადგენდა.

აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ