შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის საკითხს სასწრაფოდ სჭირდება განმარტება - ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს და როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს გვერდს უვლიან

როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი [ზურაბ ადეიშვილი], ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში კომიტეტის სხდომაზე ზის, ხან ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი - ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომელსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს გვერდს უვლიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუხადა.

პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ელჩი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი დიდი ალბათობით, მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით და მათ თავისუფლებაზე, ესა თუ ის აზრი გამოთქვან. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას. ერთი, რომ ცნობილი იყო თუ არა, ვის ხდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები ქართველი ხალხის მიმართ გააკეთონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი არის შემოქმედი ადამიანების წამების და ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა.

„ყველას შევახსენებ, თუ ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია 5 დანაშაულზე, რომელიც არის წამების კატეგორიიდან დაწყებული და ბიზნეს რეკეტით დამთავრებული. დღეს ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ კვლავ ძალაში იყოს, მას 18 წელი ექნებოდა, ჯამში, მოსახდელი ქართულ ციხეში. ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის შექმნისა, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური.

როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახებში, სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე ოთახებში იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვეტინგზე, ადამიანის უფლებებზე, მე მგონი, ეს საჭიროებს განმარტებას, იმისთვის, რომ შემდეგ ეს მათი სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. მგონი, აქ ვეტინგი კარგი ტერმინია იმ მხრივ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ატარებს ამ ვეტინგებს და მისი მოადგილეა, ვინც მოლდოვაში ასეთ ვეტინგებს ატარებს. როცა ჩვენ უკრაინას და მოლდოვას მაგალითად გვისახავენ, ჩვენი კითხვა ამ შემთხვევაში არის მარტივი ევროკავშირის მიმართ, ადეიშვილის და ნონა წოწორიას მიერ ჩატარებული ვეტინგი არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ? სხვათა შორის, თავის დროზე ზურაბ ადეიშვილს საქართველოში ვეტინგი ჩატარებული აქვს, როგორც გენპროკურორს, რომელიც მართავდა ყველანაირ ასეთი სახის ღონისძიებას. მაშინ გახსოვთ, გაყარეს მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოებს აუქმებდნენ და შემდეგ ზოგს აშინებდნენ და ზეწოლა იყო უზენაეს სასამართლოების მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები და კითხეთ იმ მოსამართლეებს, შემდეგ სტრასბურგში ჰქონდათ გასაჩივრებული ეს საკითხი.

ამიტომ ეს არის საკითხი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება განმარტება, ვინაიდან საკითხი ეხება დამაჯერებლობას ევროკომისიის სხვადასხვა ჩინოვნიკის სიტყვებისა. როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისეთი დამაჯერებელი აღარ არის, როგორც უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი არის რაიმე ანტიევროპული, პროპაგანდის ნაწილი, თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკისა, რომელიც თავისი დაუდევრობით... იმედია განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და ეს შეხვედრები წინდაუხედავად მოხდა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა