სალომე სამადაშვილი - ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი „ქართული ოცნებისგან“, რომ ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი “ქართული ოცნებისგან”, რომ “ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას”.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი მოცემულობით, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის არცერთი მოთხოვნის შესრულებისკენ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, არავინ აპირებს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას“.

„ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი „ქართული ოცნებისგან“, რომ ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. დადასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - სანამ ივანიშვილის გუნდი მართავს ქვეყანას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ ემუქრება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა