„ჯივიპი“ სამგორის რაიონში, მელაშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების ქსელს აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ახმეტ მელაშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.6 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ახალ ქსელზე 52 განშტოების ჭა მოეწყობა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო და აპრილში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

„პროექტის შედეგად, სამგორის რაიონში, მელაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია