საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე იმსჯელეს

კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს.

„შეხვედრის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა გააცნეს, რომელიც მიზნად ისახავს კიბერსაფრთხეებისა და გამოწვევების შემცირებასა და დროულ აღმოფხვრას. ყურადღება გამახვილდა იმ სარგებელზე, რომელსაც პლატფორმის მონაწილენი მიიღებენ. შეხვედრა კითხვა-პასუხისა წარიმართა. დისკუსიის რეჟიმში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს ბიზნესის დროულ ინფორმირებას, რაც თავის მხრივ, კიბერსაფრთხეების რისკებს ამცირებს და პრევენციის ხელსაყრელი ინსტრუმენტია. მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმები მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხები უკავშირდება ათასობით მომხმარებლის შესახებ დაცულ ინფორმაციას, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და ოპერირებას. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია კერძო სექტორის ჩართულობის მაღალი ინტერესი და სურვილი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ცალსახად გამოიკვეთა “,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა