საქართველოს საბანკო ასოციაციამ სხვადასხვა ქვეყნების საბანკო ასოციაციებს უმასპინძლა

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისთან (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან ერთად (SBFN) სხვადასხვა ქვეყნის საბანკო ასოციაციებს უმასპინძლა. შეხვედრა მდგრადი დაფინანსებისა და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) თემას მიეძღვნა. ღონისძიება IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO) თანამშრომლობით ჩატარდა.

საქართელოს საბანკო სექტორი მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის კუთხით მოწინავეა რეგიონში და ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონს გარეთ.

2022 წელს საქართველოს საბანკო ასოციაცია მდგრადი საბანკო საფინანსო ქსელის (SBFN) წევრი გახდა, ხოლო 2023 წელს IFC და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა.

შეხვედრის მიზანი პარტნიორ საბანკო ასოციაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებაში სამხრეთ აფრიკის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და სერბეთის საბანკო ასოციაციებმა მიიღეს მონაწილეობა. სამუშაო ნაწილს საქართველოს საბანკო ასოციაციის, IFC და SBFN წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

„საქართველოს საბანკო სექტორი არაერთი კუთხით არის მოწინავე რეგიონში და მის მიღმა, იქნება ეს ბიზნესისა თუ ეკონომიკის მხარდაჭერა, გაციფრულება, გამჭვირვალობა, მათ შორის ხაზგასასმელია მდგრადი დაფინანსებისა და ESG მიმართულების ინტეგრაცია“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების საბანკო ასოციაციებს ვმასპინძლობთ, რათა ჩვენი გამოცდილება გავაზიაროთ. გვჯერა, რომ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს მონაწილე საბანკო ასოციაციებისა და მათი წევრი საბანკო ინსტიტუტების გაძლიერებას მდგრადი დაფინანსებისა და ESG მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან გოგოლაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის ESG მიმართულების კოორდნიატორმა.

IFC-ის ESG საკონსულტაციო პროგრამის უფროსმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და პაკისტანში ქეროლაინ ბრაითმა აღნიშნა: „გამოცდილების გაზიარება IFC-ის საქმიანობის მთავარი შემადგენელი ნაწილია. დღევანდელი ღონისძიება ამ ძალისხმევის ნაწილია და მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას ESG სტანდარტების დანერგვაში. საბანკო ასოციაციები ცენტრალურ ბანკებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საქმეში. მოხარული ვართ, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია ლიდერობს ამ სფეროში რეგიონში.“

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო