შალვა პაპუაშვილი - მარტის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვა, დღეს უფრო მომზადებულია ინფორმაციული შტურმების მიმართ და მსგავსი ძალადობა არასდროს განმეორდება ქართულ ქუჩებში

ერთი წელი გავიდა იმ ძალადობრივი აქციებიდან, რომლებიც მარტში პარლამენტთან იმართებოდა, ჩვენ ვნახეთ, რა ძალა აქვს და როგორ შეიძლება, სპეცსამსახურების მეთოდების გამოყენებით მოხდეს საინფორმაციო შტურმი ქვეყანასა და საზოგადოებაზე , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მარტის აქციების დროს მწარედ მოატყუეს.

მისი თქმით, მაშინ აჯანყდნენ ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას.

„ჩვენ, ფაქტობრივად, შარშან, მარტში ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როცა თეთრზე გვეუბნებოდნენ შავს. ამაში, მათ შორის, ჩაერთნენ უცხოელი აქტორები, ზოგიერთი, შეიძლება, სიშავეში ვერ დაარწმუნეს, მაგრამ რაღაც რუხი ფერები დაანახეს თითქოს. გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს, დარწმუნდა, რომ სინამდვილეში რაც მოხდა, მაშინ იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას. მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო. გავიდა ერთი წელი და ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა ქართული საზოგადოება. ერთი წლის თავზე ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებსა და ორგანიზაციებზე, იმ სქემებზე, როგორ ფინანსდებიან, ვხედავთ დონორების აღიარებას, რომ პარტიები არ უნდა ფინანსდებოდეს, ეს არის შედეგი, რომელსაც მიაღწია ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით, რომ საბოლოოდ გაერკვა საკითხებში. რეალურად, ჩვენ ერთი წლის თავზე უფრო დიდი შედეგი გვაქვს, ვიდრე ეს შეიძლებოდა, დამდგარიყო კანონის მიღების შემთხვევაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ანტიევროპული განწყობებს აღვივებს ის ფაქტი, რომ ხდება იმ ადამიანების გმირათ აღიარება, ვინც ადამიანებს ცოცხლად წვავდა.

„პირველად საქართველოს ისტორიაში, „მოლოტოვის კოქტეილით“ წვავდნენ ადამიანს, ეს მოხდა პირველად და ეს მოხდა ევროპის სახელით. ეს არის ანტიევროპული განწყობების გაღვივება, როცა ვხედავთ, რომ ხდება გმირად აღიარება მათი, ვინც წვავდა ადამიანებს, მანქანებს პარლამენტთან, ეს არის ის, რასაც უნდა გაემიჯნოს ყველა ჭეშმარიტი ევროპელი. ეს ძალადობა არ უნდა იქნას გაიგივებული ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენი ქართული გამოცდილება, მათ შორის, აქციისა და პროტესტისა არის სულ სხვა. ჩვენ, ყველა ვამაყობთ იმით, რომ აქციების დროს ერთი შუშა არ ჩამტვრეულა და ერთი ხის ტოტი არ მომტვრეულა და აღმოჩნდა, რომ ევროპის სახელით „მოლოტოვის კოქტეილები“ დაგვიშინეს. ერთი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვა, მომზადებულია ასეთი ინფორმაციული შტურმების მიმართ; და მეორე, ასეთი ძალადობა აღარასდროს განმეორდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო