მიხეილ სააკაშვილი - 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში

2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს.

სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ "ევროპის სახალხო პარტიაში" ხმის უფლების მოპოვება მიულოცა.

“მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხმის უფლების მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველებს საქართველოდან უკვე შეგვიძლია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა, „ნაციონალები“ გავხდით პირველი ასეთი ქართველები. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა მივეცით ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც გავიდა ევროპულ არენაზე. 2004-ში პარტიის ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

მიუხედავად პატიმრობისა, მე მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი გუშინდელ ყრილობას და ჩემი მიმართვა წაკითხული იყო ათასობით დელეგატის წინაშე, გიორგი ბარამიძის მიერ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე