ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინს ქედს არ მოვუხრი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათოს და მიუღებელს უწოდებს.

„ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს : "რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე" - ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი გზავნილი მარტივია:

„არ დავნებდებით, ქედს არ მოვუხრით. მე ქედს არ მოვიხრი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, „გააღვიძოს კონგრესი და გააფრთხილოს ამერიკელი ხალხი, რომ დემოკრატია საფრთხეშია.

„თუ ვინმე ამ დარბაზში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ ის ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ითხოვს სამხედრო დახმარებას და იარაღს, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და არა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას.

"ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში, ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ასე გაგრძელდეს", - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ისტორია აკვირდება მათ. "ისტორია გვაკვირდება ჩვენ, ისტორია აკვირდება წარმომადგენელთა პალატას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია