ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზაში დახმარების შესატანად დროებითი პორტის შექმნა დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს დაავალა, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას, რომელიც ხელს შეუწყობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

”ვაძლევ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზას სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს”, - განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიან.

„ამერიკული ჩექმა არ იქნება ადგილზე. დროებითი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ღაზაში ყოველდღე ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს თავისი როლი და ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას.

"ისრაელის ხელმძღვანელობას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი ან ვაჭრობის საგანი. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს", - აღნიშნა ბაიდენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია