„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა“ ცენტრმა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გამართა

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მნიშვნელოვანი საკითხები - მიღწევები და გამოწვევები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, რომელმაც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე განიხილეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2023 წელს განხორციელებული და 2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და აქტივობები.

„კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სივრცის სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა - უმაღლესი განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და ინსტიტუციური და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების მთავარი მიმართულებები. საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პირველი და მეორე ციკლის შედეგების ანალიზი, დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების საკითხები, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და კვალიფიკაციების ნამდვილობის განსაზღვრის სპეციფიკა.

კონფერენციის პირველი დღის ფარგლებში, ასევე ყურადღება გამახვილდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - ხელოვნურ ინტელექტზე და მის გავლენაზე სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესში, განათლების ადმინისტრირებაზე, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და პროცედურებზე.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიზნით მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ზოგადი განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები, მათ შორის: ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში - ძირითადი სავალდებულო პრინციპები სკოლებისთვის; უწყვეტი პროფესიული განვითარება ხარისხის უზრუნველყოფაში - კანადის პერსპექტივა; პროფილური სკოლების მოდელი და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში - გერმანული დიპლომის (DSD) სკოლების მაგალითზე; გზა შესაძლებლობების გაძლიერებისკენ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება ხარისხის შეფასების პროცესის შემდგომ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიზნით მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების რეფორმის სიახლეები და პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები. გაზიარებული იქნა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული განათლების საკითხებთან დაკავშირებით.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით, კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები და სისტემის განვითარების ტენდენციები, მათ შორის: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის მიმდინარეობა; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თვითშეფასების მეთოდოლოგია და თვითშეფასების პირველადი შედეგები; სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელების მსოფლიო პრაქტიკა და აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების საკითხები.

კონფერენციაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებმა გააზიარეს საკუთარი საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, უმაღლესი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, ასევე, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია