აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ეროვნულმა არქივმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის, გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის საქმიანობის წარმოჩენას ითვალისწინებს.

„ამ მიზნით, და ქართველი მოღვაწის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის ამსახველი წიგნი–ალბომის გამოცემა; მოეწყობა მისი საარქივო და ფოტო-დოკუმენტების გამოფენა. მემორანდუმის თანახმად, ასევე ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანია ქართველი დიპლომატის საქმიანობის გაცნობა, ასევე საქართველოს წინაშე მისი დამსახურების წარმოჩენა.

ამასთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, წლის განმავლობაში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის, თბილისში დაგეგმილია აკაკი ჩხენკელის სახელობის სკვერის გახსნა და მისი ბიუსტის განთავსება. ღონისძიებები ჩატარდება ასევე რეგიონების მასშტაბით,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამმხრივ მემორანდუმს ხელს აწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია