გიორგი ბოტკოველი - ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის“ „ჩელენჯად“ ჩამოყალიბდა - სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ

ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის“ „ჩელენჯად“ ჩამოყალიბდა - სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ის პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

„ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის" „ჩელენჯად" ჩამოყალიბდა. სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას რეალურად სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ვნახეთ, რომ ვენეციის კომისია წინააღმდეგია იმ პროცესის, რომლის დაძლევასაც ივანიშვილის პარტია ცდილობს. რა თქმა უნდა, თუ ისინი ამ ყველაფერზე წავლენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება",- აღნიშნა ბოტკოველმა.

გარდა ამისა, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ.

როგორც ბოტკოველმა განმარტა, მმართველი გუნდი საკუთარ შემოსავალს აზღვევს.

„საკუთარი კეთილდღეობის გაზრდა არის პრემიერის და ყველა იმ ჩინოვნიკის მთავარი მიზანი, რომელიც კორუფციულ მორევშია ჩართული. თუ ოქტომბრამდე ეს პროცესი მოესწრო, ჩვენ, პასუხისმგებლობიანმა ოპოზიციამ, რომელიც ხელისუფლების სადავეებს ჩაიბარებს, კოალიციური მთავრობის ფორმატში უნდა ვიზრუნოთ, რომ ის ხელფასი, რასაც თითოეული ჩინოვნიკი აიღებს დამსახურებული იყოს იმ სამუშაოს შესაბამისად, რასაც ეწევა. ჩვენ ვხედავთ ჩინოვნიკებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით არიან დაკავებულები. როგორ შეიძლება ივანიშვილი პარტიასთან დამოკიდებულებაში ვისაუბროთ, რომ ისინი რაიმენაირად კორუფციას დააზღვევენ. ისინი საკუთარ შემოსავალს აზღვევენ“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია