ხობის მერმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.

„ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - ლულა ჯიქიას, ნათელა ხუნწარიას და ნათელა ალექსანდრიას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ლამაზ დღეთა სიმრავლეს უსურვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა