გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე - დღემდე ცდილობენ, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ - რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან

შარშან, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, 2023 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს.

მისი განცხადებით, მარტის აქციებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ყველაფერი უფრო ცხადი ხდება და დეზინფორმაციის საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახერხეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„მარტის აქციების შემდეგ 1 წელი გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი ხდება. შარშან, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას. დეზინფორმაციითა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გზით, ახალგაზრდებს დაუმორჩილებლობისკენ და არეულობისკენ მოუწოდეს გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ზურა გირჩი ჯაფარიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარე აქტორების ნაწილმა. მალევე გაირკვა, რომ ე.წ. „რუსული” და რეალურად კი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულია ან აპირებენ რომ მიიღონ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, მის წევრ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში და ა.შ. ამის მიუხედავად, დღემდე ცდილობენ, ჩვენი გმირი პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ. დღემდე, რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა საუკუნის ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ვემზადებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ახალგაზრდებმა კი, უდიდესი გამოცდილება მიიღეს. დღეს კიდევ უფრო რთულია მათი მოტყუება და გამოყენება ცრუ და ანტიეროვნული მიზნების განხორციელებაში. ისინი ყოველთვის სიმართლის, ქართული, ეროვნული, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე იდგებიან!” - წერს ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც პარტია “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით