ბექა დავითულიანი - გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი, ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია

ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აპელირებას თემაზე, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

ბექა დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს.

„შეუძლებელია ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი ფასი და ახლა რამეს დაეკლო. ეკონომიკა ვითარდება, ფასები იზრდება, იზრდება ანაზღაურებაც. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო კვლევა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე, პირობები იზრდება. თუ მკითხავთ, დამაკმაყოფილებელია? - არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა მეტი, გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი და გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ კეთილდღეობის პირობებში. ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს