ნანა ტოხვაძე - საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად კუთვნილ დაფინანსებას ითხოვს, თუმცა სამინისტრო მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს

შეჭირვებული სოციალური მდგომარეობის მქონე საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ობოლ სტუდენტს სამინისტრო უარს დაფინანსებაზე უცხადებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, გასული წლის დეკემბრიდან საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად კუთვნილ დაფინანსებას ითხოვს, თუმცა სამინისტრო მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

„ავტორიტარიზმს საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდები და ამიტომაც ერეკებიან მათ ქვეყნიდან. გასული წლის დეკემბრიდან, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები სტუდენტი, ზურაბ ხომასურიძე სწავლის გასაგრძელებლად კუთვნილ დაფინანსებას ითხოვს. არაერთი წერილისა თუ მიმართვის შემდეგ, მან უარი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2013 წლიდან მოქმედებს უწყებათაშორისი დროებითი სამთავრობო კომისია, რომლის 27-ე სხდომის შედეგად გადაწყდა, რომ კონფლიქტით დაზარალებულთა საჭიროებებზე რეაგირების ფარგლებში გამოუყო ბიუჯეტი, რომლითაც დახმარებას გაუწევდნენ სტუდენტებს და თანხა მოხმარდებოდა 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებას. თუმცა ვის საჭიროებებზე მიემართება ეს თანხები, როდესაც შეჭირვებული სოციალური მდგომარეობის მქონე საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ობოლ სტუდენტს სამინისტრო უარს უცხადებს დაფინანსებაზე? ამ უსამართლობასთან ბრძოლით დაღლილი ახალგაზრდა იძულებული ხდება მიატოვოს სწავლა, დატოვოს ქვეყანა და ბედი ემიგრაციაში ეძებოს“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს