ილჰამ ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს კი ისლამოფობიის პროპაგანდაში ადანაშაულებს

საფრანგეთი ღიად ახორციელებს ზეწოლისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას მუსლიმების მიმართ და სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას აწყობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაა : „მრავალფეროვნების დაცვა: ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს“.

„საფრანგეთი, თავის ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ მიმართ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს“, - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი “სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

“ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და ავიწროებენ მუსლიმ მოქალაქეებს,” - განაცხადა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისლამოფობიის ტენდენციები მსოფლიოში სწრაფად იზრდება.

„სამწუხაროდ, ისლამოფობია ამჟამად არის მრავალი დასავლური სახელმწიფოს სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რომლებიც თავს დემოკრატიულად თვლიან“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, ისლამის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულია ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტიც.

"დღეს ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გადაიქცა ისლამოფობიის პროპაგანდირების და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების პლატფორმებად. არსებული ნეგატიური ტენდენცია გამოიხატება ზოგიერთი გლობალური მედია სტრუქტურის საქმიანობაშიც", - აღნიშნა ალიევმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია