მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო

პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარეზე „ბულინგი“ და მორალური თავდასხმა მიმდინარეობს, ხოლო ამის მიზანი მისი გადადგომაა.

„პრეზიდენტის ვეტო რას ადასტურებს იცით? ხაზარაძეს რაც ჰქონდა დაგეგმილი, რომ თავის ტელევიზიებით, „ფეიკებით“ უნდა დაებულინგებინა თავმჯდომარე. მისი დავალებით, ცესკოს თავმჯდომარის გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს, სხვა ტყუილებზეც რომ არაფერი ვთქვათ, შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკობა რომ დაებრალებინათ, გარდაცვალების თარიღიც კი გაუყალბეს, წარმოიდგინეთ რა მდაბიოობას სჩადიან. თურმე ამ მიმართულებით თავდასხმა და ბულინგი იყო დაგეგმილი, რომ ის გადამდგარიყო, მათ შორის, რომელიღაც თქვენმა კოლეგამ მითხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ რაღაც მსგავსი მინიშნებაც გააკეთაო, მგონი, ფიზიკურ თავდასხმაზე ინფორმაციასაც ადასტურებს. ფიზიკური ან მორალური თავდასხმით თუ გადააყენებდნენ, კონკრეტული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი - სიორიძე წარმართავდა ცესკოს საქმიანობას. ფიზიკური თავდასხმის საფრთხის ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავრცელდა, მაგრამ მორალური თავდასხმა უკვე დადასტურდა - ხაზარაძის ტელევიზიამ განახორციელა. მინიმუმ მორალური თავდასხმა არის დადასტურებული, შესაბამისად ეს იყო დაგეგმილი და მისი არყოფნის შემთხვევაში, ხაზარაძეს უნდა ემართა ცესკო. ნაცებმა და ხაზარაძემ ერთად იკადრეს ერთად, რომ PVT გააყალბებინეს ESFED-ს და არჩევნებს რას უზამდნენ? ხომ ხელის გულზე დევს ყველაფერი. უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტის ვეტოც იმავეს ემსახურება, ეს არის თემის მოტრიალება, რომ რამენაირად იგივე სქემა მოიყვანონ ძალაში, რომ ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო”, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები