ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან თედიაშვილმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მიულოცეს.

მათ ბორჯომელ საპატიო მოქალაქეებს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს, სიმბოლური საჩუქრები და „მეგატექნიკის“ ვაუჩერები გადასცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია