მამუკა მდინარაძე - უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის, ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი ადამიანის ბუნდესტაგში ჯდომა - დიპლომატიური სკანდალების აწევას არ ვაპირებთ

ჩვენ ფორმალური და დიპლომატიური სკანდალების აწევას არ ვაპირებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს და საქმეები ურჩიოს დიპლომატებს. ასე საჯარო განცხადება მიიღონ ცნობად, მიიღონ ინფორმაციად, თუნდაც ხისტ ინფორმაციად ჩვენგან, მთელი პასუხისმგებლობით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით და შესაბამისი ლეგიტიმაციით ვაცხადებ, რომ არ ვარგა! ძალიან ცუდია! უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის, დასავლური განწყობისთვის, ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი ადამიანისთვის, იქ ჯდომა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შეხვდა, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ადეიშვილის გამოჩენა ევროპაში უმაღლესი რანგის შეხვედრებზე „ფეიკი“ არ არის, მისი თქმით, თუ გავრცელებული მასალა ფოტოშოპია, ის ბოდიშს მოიხდის.

„ახლა რაც შეეხება რეალობას, ადეიშვილის იქ გამოჩენა, სადაც ჩანს ხოლმე, ფეიკი არ არის, ნამდვილად ჩანს. ხომ არ გვეჩვენება ადეიშვილი უმაღლესი რანგის შეხვედრებზე ? ამის თავი უნდა ჰქონოდა ყველას, წინა ხელისუფლებას, მონური მორჩილებით რომ რაღაცებს ასრულებდნენ, რომ შეკამათებოდნენ და ეთქვათ, რომ „ფეიკი“ კი არ არის და ფოტოშოპით კი არ არის ჩასმული, ნამდვილად ზის. სისხლის სამართლის დამნაშავე, უბინძურესი ე.წ. პოლიტიკოსი და უბინძურესი სისტემის შემქმნელი ადეიშვილი, სააკაშვილთან ერთად, მართლაც ზის იქ. არავის დაუფოტოშოპებია და თუკი საქართველოში ვინმე ან რამე გააღვივებს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ განწყობას, ადეიშვილი რომ იქ ზის, ეს არის ამისი პირველი წყარო. ჩვენ ფორმალურ და დიპლომატიური სკანდალების აწევას არ ვაპირებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს და საქმეები ურჩიოს დიპლომატებს, ასე საჯარო განცხადება მიიღონ ცნობად, მიიღონ ინფორმაციად, თუნდაც ხისტ ინფორმაციად ჩვენგან, მთელი პასუხისმგებლობით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით და შესაბამისი ლეგიტიმაციით ვაცხადებ, რომ არ ვარგა, ძალიან ცუდია, უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის, დასავლური განწყობისთვის, ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი ადამიანისთვის იქ ჯდომა. მისი იქ ჯდომა აზიანებს დასავლურ განწყობებს საქართველოში და ვთხოვ ყველას ეს გაითვალისწინოს.

თუ ეს ფოტოშოპი იყო უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ფოტოშოპი არ იყო და ევროპაში ასეთი რანგის შეხვედრას ესწრებოდა ადეიშვილი, რა რანგით და სტატუსითაც არ უნდა იყოს, ეს არის დამანგრეველი საქართველოში ევროპული განწყობებისთვის, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ გახარიას პარტიის შეფასებაც გააკრიტიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ ადეიშვილის ყოფნა ევროპაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ბრალია.

მდინარაძის თქმით, გახარია სასაცილო მდგომარეობაშია.

გიორგი გახარია ცდილობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს დადგეს მესიჯებით, ოღონდ იყოს უფრო რადიკალური- სასაცილო მდგომარეობაშია. მისი ე.წ. ქარიზმა გახდა სასაცილო ამბავი. თურმე ამ კაცს ქარიზმა კი არა, უბრალოდ თანამდებობა ჰქონია და ახლა რომ ლაპარაკობს, უკვე სისულელეებს ლაპარაკობს. ქარიზმა აღმოჩნდა სინამდვილეში თანამდებობა. აქედან გამომდინარე, იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, ჩვენ რომ გვეჯიბრება რაღაც სიხისტეში, აქ უკვე ყველაფერი გასაგები ხდება, რომ მისი „ნაცური“ დავალებაა, რომ ჩვენ წაგვართვას ყველაზე რადიკალური მომხრეების ხმები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით