ლევან ანთაძე - დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში

დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

ლევან ანთაძის განცხადებით, 2024 წელი არის შანსი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

„დღეს ბათუმის მოსახლეობა, აჭარის მოსახლეობა ფაქტობრივად დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში. ელემენტარული, პირველადი მოხმარების საგნებს იძენს აქ. აღარაფერს ვამბობ აფთიაქზე, სამედიცინო მომსახურებაზე. უბნის ექიმის მაგივრად თურქეთში გადმოდის ადამიანი და მკურნალობს. ამიტომ, 2024 წელი არის შანსი ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც გვაღარიბებს, - განაცხადა ლევან ანთაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს