მამუკა მდინარაძე - გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ, ორ მაღალ პოზიციაზე, აქედან ერთი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის გარდა კიდევ 2 პოზიციაზე წარადგენს კანდიდატურას, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

„გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ მაღალ პოზიციაზე. ამის შესახებ პრემიერი თავადვე განაცხადებს, ჩემი ვარაუდით ეს იქნება მთავრობის სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრზე ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა. ერთი ადმინისტრაციის უფროსია, თუ არ გამოუცხადებია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს