მარნეულში ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ 8 მარტი მარნეულის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსის“ და „ავერსის“ კლინიკების სამედიცინო პერსონალს ასევე, პაციენტებს მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალთა საერთაშორისო დღე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ დიასახლისებსაც მიულოცეს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ყვავილების თაიგული და მისალოცი ბარათი მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქალბატონებს, მერის მოადგილემ ზურაბ ფანგანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გადასცეს.

„დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსის“ და „ავერსის“ კლინიკების სამედიცინო პერსონალს, პაციენტებს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ დიასახლისებს 8 მარტი მივულოცეთ. ყველა ქალბატონს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!“ ,- აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია