დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე - მან რუსებს ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით - ის პუტინის მარიონეტი იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლას ეხმაურება და მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენიებს.

„მან თქვა, რომ მე ქედს ვიხრი რუსეთის ლიდერის წინაშე. მან მათ ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით. მე წავართვი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - მან აჩუქა! ის პუტინის, სი ძინპინის და პრაქტიკულად ყველა სხვა ლიდერის მარიონეტი იყო!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის სიტყვა სავსე იყო სიცრუით, თუმცა ამერიკელი ხალხი ამას ხვდება და თავის აზრს 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დააფიქსირებს.

„მოეწონება თუ არა ამის აღიარება ყალბი ამბების მედიას, ამ გამოსვლაში იყო უზარმაზარი არასწორი ინფორმაცია და ტყუილი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხალხი ამას ხვდება და იცის, რომ 5 ნოემბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ერის ისტორიაში!“ - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათო და მიუღებელი უწოდა. „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: "რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე" - ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია