პრეზიდენტი - ჩვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, რათა ვიყოთ ღირსი ჩვენი წარსულის და ქალთა მდგომარეობა საქართველოში იყოს ისეთი, როგორც ეკადრება საქართველოს ისტორიას

ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ძლიერი ისტორია აქვს იმ მიმართულებით, რომ ქალები ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას - ვიამაყოთ წარსულით, ეს საკმარისი არაა, ჩვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, რათა ვიყოთ ღირსი ჩვენი წარსულის და ქალთა მდგომარეობა საქართველოში იყოს ისეთი, როგორც ეკადრება საქართველოს ისტორიას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქალებს დღეს საქართველოში ძალიან დიდი როლი აქვთ, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ თანასწორობა იყოს მიღწეული.

„8 მარტი არის ქალთა დღე, მაგრამ არა მარტო ქალთა დღე, არამედ ძლიერ ქალთა დღეა და ამიტომ, ორმაგად გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აქ მობრძანდით და ვისთან ერთადაც დღეს გვინდა ვახსენოთ ჩვენს ქვეყანაში ქალების დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, რომელსაც ძლიერი ისტორია და წარსული აქვს, სწორედ ამ მიმართულებით, სადაც ქალები ითვლებოდნენ და ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას სხვადასხვა პერიოდში. ამის მაჩვენებელი თუნდაც ისაა, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არის სახელი, რომელიც არ არის დაკავშირებული ძლიერ ქალთან. ეს სხვა ქვეყნებში ასე არაა. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ, რომ ვფიქრობთ, ნორმალურია, რომ არიან ქეთევანები, თამარები და ა.შ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ ისტორიის წინაშე. თანამედროვე საქართველოში ვამაყობთ, რომ პირველი რესპუბლიკის დროს ქალები იყვნენ არჩეულები, ასევე ჰქონდათ არჩევის უფლება. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვიამაყოთ წარსულით, ეს საკმარისი არაა. ჩვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა იმისთვის, რომ ვიყოთ ღირსი ჩვენი წარსულის და ქალთა მდგომარეობა საქართველოში იყოს ისეთი, როგორც ეკადრება საქართველოს ისტორიას. ბევრი მიმართულებით ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რითაც შეიძლება, რომ ბოლომდე ვიამაყოთ. ქალებს დღეს საქართველოში ძალიან დიდი როლი აქვთ. პრაქტიკულად არ არსებობს ეკონომიკური სექტორი ან რომელიმე მიმართულება, კულტურული თუ სხვა, სადაც ქალები არ არიან წარმოდგენილები და არ არიან ძლიერად წარმოდგენილები. ხშირად ჩვენი სახე საზღვარგარეთ გადის ქალების მეშვეობით, ამიტომ შეგვიძლია ამ ქალებით ვიამაყოთ. მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ თანასწორობა, რომელიც მთავარი მიზანია, იყოს მიღწეული“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში