საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის ქალთა ასოციაციისა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დედის დღე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში - „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით - „მე ვხედავ მზეს“, წარსდგნენ.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ხათუნა ჟვანიამ და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ სამახსოვრო საჩუქრები იმ ღვაწლმოსილ მეცნიერ და პედაგოგ ქალებს გადასცეს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ.

ლიანა თარგამაძე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორს. მისი განცხადებით, ქართული განათლება, მეცნიერება, კულტურა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებსა და ღირებულებებს ეყრდნობა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი და პედაგოგი ქალებისთვის მშობლიური და ძვირფასია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციამ და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა 3 მარტს, უნივერსიტეტის სახალხო-თეატრ სტუდიაში, მოვიწვიეთ მეცნიერი და პედაგოგი ქალები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მათ წინაშე „მოდინახე“ შესანიშნავი სპექტაკლით წარსდგა. დღეს კი, ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადავეცით. ვულოცავთ ამ ორ ღირსშესანიშნავ თარიღს ქალებს, ვუსურვებთ მათ წინსვლას და ბედნიერებას. მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ყურადღებისთვის. ასევე, მადლობა უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას, პროფესორ ნაზი კუციავას, საინტერესო, ასევე, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის“, - აცხადებს დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, ქალთა დღეების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა