ქალთა საერთაშორისო დღეს ორბელიანების სასახლეში ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა სერიიდან ,,მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ფოტოც LE PRIX ANDRÉE MOSER 2024-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოფენაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში ირინა შენგელიამ განაცხადა, როდესაც ნათელა გრიგალაშვილმა ფოტოების გადაღება დაიწყო, ფოტოგრაფობა ჯერ კიდევ ქალის პროფესიად არ ითვლებოდა. მისი თქმით, მან ერთ-ერთმა დაანგრია სტერეოტიპი და გახდა ფოტოხელოვანი.

,,ჩემთვის დიდი პატივია ამ სასახლეში გამოფენის გაკეთება, რათა განახოთ იმ ქალბატონების ცხოვრება, რომელთაც ამ ფოტოებზე ხედავთ. ჩემი ეს სერია გახლავთ მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება და სწორედ ასეთი ძლიერი ქალები იბრძვიან ყოველდღიურობისთვის და თან ძალიან მხიარულებიც არიან, ძალიან ძლიერებიც არიან და შეუძლიათ თავის დამკვიდრება“, - განაცხადა ნათელა გრიგალაშვილმა გამოფენაზე, რომელიც პრეზიდენტმა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია