ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ

უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბევრი ისაუბრეს მშვიდობის ფორმულაზე.

„მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება - მშვიდობის საინაუგურაციო სამიტი… რაც შეეხება თავად საინაუგურაციო სამიტის ფორმატს: ამ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს არ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება იმ ხალხის დაპატიჟება, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ. შედეგის მიღება გვსურს. სამართლიანი მშვიდობის შედეგის და სამართლიანის სწორედ უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ „თავდაპირველად მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ და შედეგი ექნებათ [მშვიდობის პირველი სამიტის შედეგად]“.

„მხოლოდ მერე ჩართავენ რუსეთის წარმომადგენლებს - სწორედ მათ, ვინც მზად იქნება სამართლიანი მშვიდობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე იმავე პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მშვიდობის სამიტს უმასპინძლოს რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს