აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით, 75 ხმით 22-ის წინააღმდეგ 467,5 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის რამდენიმე პროგრამას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და სხვა პროგრამებს ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე დააფინანსებს.

„იმ ხალხისთვის, ვინც წუხს, რომ გაყოფილი მთავრობა არაფრის კეთებას ნიშნავს, ეს ორპარტიული პაკეტი სხვა რამეს ამბობს“, - განაცხადა სენატის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია