სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - განვიხილავთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას

ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განვიხილავთ, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაში ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც არის“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება.

„პირველად ისტორიაში ევროკავშირი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ვხედავთ, რომ მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს