მამუკა მდინარაძე - როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება  - ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს

როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს „ფეიკი“ ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არც არაფერი გვეჩვენება და ძალიან მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ადეიშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს საქართველო აღარ მიიღებს, სიმართლე და ტყუილი კი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს. მწამებელს ერქმევა მწამებელი, რეფორმატორს, ვინც ნამდვილ რეფორმებს ახორციელებს, ერქმევა რეფორმატორი და სიმართლე და ტყუილი გაიმიჯნება ერთმანეთისგან ერთხელ და სამუდამოდ. ქართველებმა შარშან, მწარე გაკვეთილზე მივიღეთ გამოცდილება და ქართველი ახალგაზრდები არასდროს გაებმებიან იმ მახეში, რასაც ჰქვია ამერიკულის რუსულად გადაკეთება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია