საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს

უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

„უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს. ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს. უახლოეს თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ან წლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარების პროცესი რუსეთის კარნახით არ უნდა წარიმართოს.

„ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ რუსეთის მიერ არ უნდა მოხდეს. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა სეჟურნემ.

ცნობისთვის, გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არ გამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია