მამუკა მდინარაძე - რა ღობე, რის ღობე?! - პარკი იქ იქნება, არსად წავა და გამოადგება მოქალაქეებს - რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება განსხვავებული აზრი, მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც აზრი არ ჰქონდა

რა ღობე, რის ღობე?! - პარკი იქ იქნება, არსად წავა და გამოადგება მოქალაქეებს. თანხები დაიხარჯა და მოქალაქეებს გამოადგება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება განსხვავებული აზრი, მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც აზრი არ ჰქონდა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მთავრობის ადმინისტრაციიდან ღობის მოხსნასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ღობე სადღაც გადაინაცვლებს, სადაც მისი არსებობის კიდევ უფრო მეტი საჭიროება იქნება.

„რატომ აიძულებთ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს აბსოლუტურად ერთი და იგივე აზრზე იყვნენ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს, რა თქვენი საქმეა. თქვენ ებრძვით ჭეშმარიტ „ნაცურ“ სტილში განსხვავებულ აზრს - თუკი ირაკლი კობახიძეს რაღაცაზე, ღობესთან დაკავშირებითაც კი, განსხვავებული აზრი გააჩნია ეს ყოფილა დაპირისპირება.

თქვენ გინდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს ყველაფერთან დაკავშირებით, გახედვასთან დაკავშირებითაც კი, ჰქონდეთ ერთი აზრი. რაც შეეხება ბიუჯეტის ფულს, მე გაძლევთ პირობას იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია, ეს ღობე არსად არ წავა და სადღაც გადაინაცვლებს, სადაც მისი არსებობის კიდევ უფრო მეტი საჭიროება იქნება. ამიტომ, დამშვიდდით, ახლა, ამ ღობის ფულზე თქვენ ძალიან ნუ ინერვიულებთ, მაგრამ რაც შეეხება კადრებს, ღობეს, როგორც თქვენ... რა ღობე, რის ღობე?! - პარკი იქ იქნება, არსად წავა და გამოადგება მოქალაქეებს. თანხები დაიხარჯა და მოქალაქეებს გამოადგება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება განსხვავებული აზრი, მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც აზრი არ ჰქონდა. თუ ერთი ადამიანიც კი, არ უნდა შეცვლილიყო რაღაც პოზიციაზე, მაშინ ისევ ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა და პრემიერად დარჩებოდა ის ადამიანი. რადგან გუნდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და გადაანაცვლეს, შეცვალეს ერთმანეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივად განსხვავებული აზრი ექნება და თქვენ, ჭეშმარიტ „ნაცურ“ სტილში ებრძვით განსხვავებულ აზრს. ეს იყო თქვენი სტილი 2012 წლამდე და ახლაც, იმავეს აგრძელებთ. როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძეს, რომ თურმე რაღაცასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ეს ნიშნავს, თურმე დაპირისპირებას“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია