სერგო ჩიხლაძე - ივანიშვილს და მის მთავრობას მივმართავ, რა დაგიშავათ გურიამ? რა დაგიშავეს გურულებმა, რა დაგიშავათ ამ რეგიონმა, რომელიც დღეს ფაქტობრივად დაცლილია?

მეგობრებო, ეს არის რეგიონი, სადაც ყოველი მეოთხე მოქალაქე იბრძვის თავის გადასარჩენად, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. დიახ, დღეს გურიაში 100 000 მაცხოვრებლიდან 25 000 იღებს მიზერულ სოციალურ შემწეობას ან არის სოციალური პროგრამის მონაწილე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, დღეს ოჯახები გურიიდან იძულებული არიან ემიგრაციაში წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოკვებონ შვილები და მოხუცი მშობლები.

„ეს ულამაზესი მხარე, გურია დღეს არის ქვეყნის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონი. ეს არის რეგიონი, სადაც ყოველი მეოთხე მოქალაქე იბრძვის თავის გადასარჩენად, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. დიახ, დღეს გურიაში 100 000 მაცხოვრებლიდან 25 000 იღებს მიზერულ სოციალურ შემწეობას ან არის სოციალური პროგრამის მონაწილე. დღეს გურულები ებრძვიან სიღარიბეს, ფასების ზრდას, გაუსაძლის გადასახადებს, უმუშევრობას და უპერსპექტივობას.

დღეს ოჯახები გურიიდან იძულებული არიან ემიგრაციაში წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოკვებონ შვილები, მოხუცი მშობლები. გული დაგეწვება ყოველ ჯერზე, როცა გურიის სოფლებს გამოივლი და ნახავ ეკალ-ბარდებით გადავლილ ეზოებს, დაბოქლომებულ კარ-მიდამოებს,სადაც წლებია უკვე არავინ ჩამოსულა. რა არის ამის მიზეზი? - გაუსაძლისი ყოფა, გაორმაგებული ფასები, უმუშევრობა და უპერსპექტივობა.

და რას აკეთებს ამ დროს ივანიშვილის მთავრობა ხალხისთვის? ამ კონკრეტული რეგიონისთვის? არაფერს. ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახებზე ზრუნავენ. ივანიშვილი და მისი მინისტრები მდიდრდებიან თქვენ ხარჯზე, ჩვენს ხარჯზე, უბრალო ადამიანების ხარჯზე. ივანიშვილმა და მისმა მინისტრებმა გურულების გაჭირვებაზე თვალი დახუჭეს დიდი ხანია.

მათ არ აინტერესებს როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს აქ ადამიანი, მათ არ აინტერესებს, რომ ბევრი ბავშვი სკოლაში მშიერი დადის, მათ არ აინტერესებთ რომ ოჯახები ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში ვერ უმკლავდებიან ამ გაორმაგებულ და გასამმაგებულ ფასებს, მათ არ აინტერესებთ და უბრალოდ არ უყვართ ადამიანები. ივანიშვილს და მის მინისტრებს მხოლოდ თავიანთი ფული უყვართ და არა ადამიანები. მივმართავ ივანიშვილს და მის მთავრობას: რა დაგიშავა გურიამ? რა დაგიშავეს გურულებმა? რა დაგიშავა ამ რეგიონმა, რომელიც დღეს ფაქტობრივად დაცლილია.

დროა, ივანიშვილმა და მისმა პარტიამ პასუხი აგოს ეკონომიკის დაქცევაზე და იმ გაუსაძლისი პირობების შექმნაზე, რომელმაც ქართველი კაცი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო და ბევრი მათგანი აიძულა ქვეყნიდან გადახვეწილიყო. ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ. და ეს დროც დგება, ოქტომბერში ჩვენ ერთად, ერთიანობით და პრინციპულობით შევქმნით ამ ქვეყნის უკეთესს მომავალს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა