საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 11-15 მარტს გაიმართება.

სემეკის ინფორმაციით, გახსნითი ღონისძიება, 11 მარტს, თბილისში სასტუმრო „პულმანში“, გაიმართება, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი ექვსი მარეგულირებელი უწყება, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს მიმოიხილავს.

„კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართება 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ - მარეგულირებელი უწყების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის და ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება წიგნის „მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართული პრაქტიკა“ პრეზენტაცია. ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი, თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში მომხმარებლებთან შეხვედრისას, დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია