რეჯეფ თაიფ ერდოღანი -  თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს უჭერს

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს უჭერს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს მტკიცედ უჭერს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ აიძულებს და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, მუსოლინისა და სტალინს შეადარა.

„ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია, ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით, როგორც თანამედროვე ნაცისტები, თავიანთ სახელებს ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია