გიორგი გახარია - სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი  - ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს რაღაცაში ეხმალავება

სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი.სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია. ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიამ დასმული კითხვის, თუ რა აზრი აქვს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების დაპირისპირებაზე, აღნიშნა, რომ ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის.

„სინამდვილეში, რომ გითხრათ არ მაინტერესებს-მეთქი, ცოტა უხეში [ნათქვამი] იქნება. მერწმუნეთ, ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის იმიტომ, რომ მე ამ კაბინეტში მიმუშავია, ჩემდა სამწუხაროდ, ეტაპობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან დაცალა. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი საერთოდ შეზღუდა, კონსტიტუცია ხომ საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დარჩენილი იყო ერთადერთი ინსტიტუტი, პრემიერის ინსტიტუტი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა.

დღეს, რაც ხდება, რასაც ვხედავთ, პრემიერის ინსტიტუტსაც, ფაქტობრივად, ყველანაირი აზრი დაუკარგეს. რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლე თუ გინდათ, არც მახსოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრემიერი. სამწუხაროდ, ასეა. მე ჩემ თავზეც ბევრჯერ მითქვამს, ეს კალეიდოსკოპი უნდა დასრულდეს, არ შეიძლება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს სრულად არ ჰქონდეთ გააზრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არ შეიძლება მაგალითად, თუნდაც დღეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არა მხოლოდ პრემიერები, არ ვიცი, ვიღაც-ვიღაცები ამბობდნენ, რომ, აი, საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს მინისტრი ვინ იქნება. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, ძალთა ბალანსი, საერთოდ პარტიას არავინ ეკითხება პრემიერი ვის დანიშნავს თავის კაბინეტში. ყველაფრის ასე თავდაყირა დაყენება არის სახიფათო იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტები დისფუნქციურია, ვეღარ ასრულებენ დაზღვევის ფუნქციას და ელემენტარულად, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ მოგვწონს ეს, თუ არ მოგვწონს, სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი. სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია უბრალოდ და ახალა, ყოფილი პრემიერი ახალ პრემიერს, მიმდინარე პრემიერს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მთავარი არის პრიორიტეტები, რადგანაც ის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი ოჯახის წევრი მხოლოდ პოლიტიკური მიღწევა არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნისთვის უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა.

„ამიტომ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა, ევროპული კეთილდღეობა ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე ელიტარული ოჯახისთვის, ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს აქ, ამ ქვეყანაში. ხალხი არ უნდა გარბოდეს ემიგრაციაში იმისთვის, რომ ღირსეული ხელფასი, ღირსეული სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და კიდევ ბევრი რამ ჰქონდეს“, -განაცხადა გახარიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო