მედია - ისრაელის საჰაერო თავდასხმებს სამხრეთ ლიბანში სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (NNA) იუწყება.

NNA-ის ცნობით, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი ჰაერი-მიწის კლასის რაკეტა ესროლეს ხარბეთ სელიმის ალ-აინის რაიონში მდებარე სახლს, რის შედეგადაც დაიღუპა მამაკაცი, მისი ორსული ცოლი, მათი ორი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი.

ამასთან, „ჰეზბოლამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი მისი მებრძოლი დაიღუპა.

CNN-ი კომენტარისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას იკვლევს.

ისრაელი და ლიბანი ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთის ტერიტორიებზე ცეცხლს ყოველდღიურად ხსნიან. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზე სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურაა. „ჰეზბოლა“ „ჰამასსა“ და პალესტინელებს მხარდაჭერას უცხადებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს