სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას - ონკოპაციენტებს, რომელთაც მოახერხეს საზღვარგარეთ სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა, ადეპორტებენ, რადგან აქედან უპატაკებთ, რომ ყველაფერი კარგად არის - რას ახვედრებთ? - სიცოცხლეზე დაწესებულ ლიმიტებს

მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ დაკარგეთ სინდისი?, - ასე მიმართა­ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლებას.

ის დღევანდელ ბრიფინგზე ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებთან დკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა კომპონენტში დგინდება ივანიშვილის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ბრალეულობა“.

„ტენდერებიდან, გზების დაგებიდან, სხვადასხვა სქემებიდან, მონოპოლიებიდან მიღებული ფული და ბევრი მილიონი აღარ გყოფნით? - ახლა გადაწყვიტეთ, ონკოპაციენტების ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრდეთ? ონკოლოგიური დიაგნოზი ეს ხომ არის უდიდესი ფსიქოლოგიური, ფინანსური და ფიზიკური სტრესი ადამიანებზე, მათ ოჯახებზე. თქვენ ამ ადამიანებზე გადაწყვიტეთ კიდევ მეტი ფულის კეთება? უფრო მეტიც, ფსიქოლოგიურ ტერორში ჩააგდეთ ადამიანები. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ მკურნალობა, რომელიც აქამდე გაიარეს, სწორია თუ არასწორი, ამაზეც არ გაჩერდით, გადასწვდით საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი გაღარიბების ხარჯზე ძლივს მოახერხეს წასვლა, მკურნალობის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა და მათაც ადეპორტებენ იმიტომ, რომ აქედან „უპატაკებთ“, ყველაფერი ულიმიტოა და ყველაფერი კარგად არისო. რას ახვედრებთ?სიცოცხლეზე დაწესებულ ლიმიტებს, წამლების მიწოდების გაურკვეველ სქემებს. უფრო შორს წახვედით, ექიმებსაც მოსცხეთ ჩირქი. ივანიშვილს და მის მინისტრებს მივმართავ, თქვენ გააჩინეთ დიდი უნდობლობა პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. დავსვათ მარტივი კითხვები - ვინ არის ამაში დამნაშავე? ვინ შეისყიდა წამლების პარტია? - ჯანდაცვის სამინისტრომ. ვინ გასცა ფინანსური გარანტიები? ჯანდაცვის სამინისტრომ. ვის უნდა შეემოწმებინა მწარმოებელი? - ჯანდაცვის სამინისტროს. ასე რომ, ყველა კომპონენტში დგინდება ივანიშვილის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ბრალეულობა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება