ზაზა გოგავა - თქვენ ხედავთ ამომრჩევლის შემართებას, რომლებიც ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს

ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და არა შეწყალებას, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებას საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ.

„ხალხის გამოხმაურებას ხედავთ, თქვენ ხედავთ შემართებას ჩვენი ამომრჩევლისა, საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც ითხოვენ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ ის იყოს გათავისუფლებული, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ზაზა გოგავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ პრესსამსახურის ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია